ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ინვესტიციების მიმართულებით, კონკრეტულად აქციებზე ორიენტირებული პროდუქტების განვითარებისა და მართვისთვის. გუნდი მუშაობს ადგილობრივ და საერთაშორისო საფონდო ბაზრებთან, ქმნის ანალიტიკურ პროდუქტებს და ახალ ფინანსურ სერვისებს მომხმარებლებისთვის. ეს არის მაღალი ინტერესის მქონე და დინამიური დომეინი, სადაც ყოველდღიურად გექნება საშუალება ჩაერთო თანამედროვე ინვესტიციური გადაწყვეტების შექმნაში და იმუშაო გამოცდილ პროფესიონალებთან ერთად.რას გააკეთებ? ჩაერთვები პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის სრულ პროცესში (SDLC); მონაწილეობას მიიღებ ინოვაციური ბიზნეს პროდუქტებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების შექმნაში; განათავსებ აპლიკაციებს Play Store-ზე; გააკეთებ 3-rd Party API-ების ინტეგრაციას და ბიზნეს პროცესების ორკესტრაციას.