შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ სტრატეგიულ პროექტზე, ქმნის, ნერგავს და ავითარებს ბანკის  სტრატეგიას TBC Front-End ის განვითარების ნაწილში. შენ გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ იმუშავო გუნდთან ერთად და გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული ფრონტენდ დეველოპერი, გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და ახლი გადაწყვეტების შექმნა, მუდმივად ხარ თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების საქმის კურსში, მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე საინტერესო თავგადასავლებისთვის!შენ დაგევალება:ეჯაილ გუნდთან ერთად ბიზნეს მოთხოვნების და ამოცანების ანალიზში მონაწილეობა;ამოცანის შესაბამისი ფრონტენდ აპლიკაციის შექმნა ან არსებულში ცვლილებების შეტანა;აპლიკაციების ოპტიმიზაცია, მაღალი წარმადობის, მდგრადობის, ცვლილებების მიმართ მოქნილობის გათვალისწინებით;UI/UX შემუშავებაში მონაწილეობა;გუნდის საერთო რესურსების, UI კომპონენტების/ბიბლიოთეკების, დეველოპმენტის პრინციპების და მიდგომების განვითარებაში მონაწილეობა.