MSME სეგმენტისთვის ფეიმენთების პროდუქტებისა და სერვისების განვითარების სტრატეგიისა და Roadmap-ის ფორმირება;გადახდების პროდუქტების განვითარების სრული ციკლის მართვა — იდეიდან დანერგვამდე;არსებული საგადახდო პროცესების ანალიზი და მათი გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;მომხმარებელთა საჭიროებების, ქცევისა და ტრანზაქციული მონაცემების ანალიზი;ახალი საგადახდო ფუნქციონალისა და ინიციატივების განსაზღვრა ბიზნესმიზნებისა და მომხმარებლის გამოცდილების გათვალისწინებით;Product Backlog-ის მართვა, ამოცანების პრიორიტეტიზაცია და ბიზნესმოთხოვნების ტექნიკურ დავალებებად გარდაქმნა;User Story-ებისა და Acceptance Criteria-ს მომზადება;დეველოპერებთან, ბიზნესანალიტიკოსებთან, UX/UI დიზაინერებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა;პროდუქტის ეფექტიანობის KPI-ების განსაზღვრა, მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;საგადახდო პროცესებში არსებული პრობლემების, შეფერხებებისა და მომხმარებლის გამოცდილებაზე მოქმედი ფაქტორების იდენტიფიცირება;ახალი პროდუქტებისა და ფუნქციონალის ტესტირების, დანერგვისა და შემდგომი შეფასების პროცესში მონაწილეობა;ბაზრის ტენდენციებისა და საგადახდო ინდუსტრიაში არსებული ინოვაციების შესწავლა და შესაბამისი ინიციატივების დაგეგმვა.