რილიზ მენეჯერი არის როლი, რომელიც შეიძლება შეითავსოს ნებისმიერი პოზიციის მქონე გუნდის წევრმა. მისი მთავარი პასუხისმგებლობაა რილიზის პროცესის ორკესტრირება, პროცესის ოპტიმიზაცია, თანხვედრის და კოორდინაციის უზრუნველყოფა რათა ხარისხიანი და შემოწმებული ინკრიმენტები გაეშვას.ძირითადი პასუხისმგებლობები:ამზადებს “რილიზ” კალენდარს - უზრუნველყოფს გაშვების პროცესის უწყვეტობასა და პროგნოზირებადობას, ასევე კომუნიკაციას ახდენს დაინტერესებულ მხარეებთან.უზრუნველყოფს პროცესის დაცვას – უზრუნველყოფს “რილიზების” მართვის პროცესის და გავრცელებული პრაქტიკების დაცვას.აუმჯობესებს პროცესის ეფექტიანობას – აიდენტიფიცირებს ბარიერებს, რათა მოხდეს სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია და პროცესების ავტომატიზაცია.დანერგვის პროცესის შესახებ ცოდნის გაზიარება - ქმნის და ავრცელებს პროცესის დოკუმენტაციას.უზრუნველყოფს დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციას - მჭიდროდ თანამშრომლობს პროდუქტის მფლობელთან, დეველოპერებთან, ხარისხის უზრუნველყოფის და ავტომატიზაციის ინჟინრებთან.უზრუნველყოფს ხარისხის კონტროლს - ვალიდაციას უწევს, რომ ტესტირების ყველა ფაზა გავლილი აქვს რილიზში მოხვდრილ feature-ებს.აქვეყნებს ვერსიებს პროდაქშენზე - მართავს საბოლოო ვერსიის პროდაქშენზე გამოქვეყნების პროცესს.ავალიდირებს “Release note”-ებს - უზრუნველყოფს რომ “release note” სწორედ ასახავს ცვლილებებს.მართავს რილიზის რისკებს - აიდენტიფიცირებს და მიტიგაციას უწევს რილიზთან დაკავშირებულ პოტენციურ რისკებს.