ასოცირებული ბანკირი - საინვესტიციო საბანკო საქმიანობა

11 Mar 2025
Apply

ფინანსური ანალიზი: დეტალური ფინანსური ანალიზის ჩატარება, მათ შორის საკრედიტო ანალიზი, ფინანსური მოდელირება და კომპანიის შეფასება ობლიგაციების გამოშვების მიზნობრიობით.ტრანზაქციების ორგანიზება: კაპიტალის ბაზრის ტრანზაქციების ინიცირება, შესრულება და მართვა, როგორიცაა კერძო და საჯარო ობლიგაციების გამოშვება ადგილობრივ ან საერთაშორისო ბაზრებზე.ახალი ემიტენტების მოძიება და ფიჩინგი: ადგილობრივი კორპორატიული სექტორის მუდმივი დაკვირვება, პოტენციური ემიტენტების მოძიება, გუნდის უფროს წევრებთან შეთანხმებით მათთვის შესაბამისი შეთავაზებების მომზადება და აქტიური ფიჩინგი კლიენტების მოზიდვის მიზნით.ტრანზაქციის დოკუმენტაციის მომზადება და ემიტენტთან კოორდიცია: ემისიის პროსპექტუსის გადახედვა და კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისობის უზრუნველყოფა, ემიტენტთან და ეროვნულ ბანკთან ურთიერთობის წარმართვა. ამასთანავე ყველა დამხმარე დოკუმენტაციის მომზადება იურიდიულ დეპარტამენტთან კოორდინაციაში, როგორიცაა მანდატის წერილი და სხვა.პრეზენტაციების და მასალების მომზადება: კლიენტებთან შეხვედრებისთვის პრეზენტაციების და მასალების მომზადების კოორდინაცია, როგორიცაა თიბისი კაპიტალის შესახებ ზოგადი პრეზენტაცია, ობლიგაციების პოტენციური ემიტენტისთვის შეთავაზების პრეზენტაცია, კაპიტალის ბაზრის მიმოხილვის პრეზენტაცია, და სხვა. პრეზენტაციების ფორმატების განახლება, მუდმივი გაუმჯობესება.ინვესტორებთან ურთიერთობა: ინსტიტუციურ ინვესტორებთან ურთიერთობა და კოორდინაცია, ინვესტორებისთვის მარკეტინგული მასალების მომზადება.ემიტენტებისთვის დამატებითი სერვისების გაწევაში მონაწილეობა: ემიტენტის მიერ საკრედიტო რეიტინგის აღების პროცესში მხარდაჭერა, შესაბამისი მასალების მომზადება და სარეიტინგო სააგენტოსთან კოორდინაცია, აგრეთვე თემატური ობლიგაციების შემთხვევაში, თემატური ობლიგაციის ჩარჩოს მომზადებაში ემიტენტის მხარდაჭერა, მეორე მხარის მოსაზრების მოპოვების კოორდინაცია.კვლევა და ბაზრის ანალიზი: ბაზრის მუდმივი კვლევა, ახალი პროდუქტების შესახებ ინფორმირებულობა, გლობალურ და რეგიონულ კაპიტალის ბაზრებზე ტენდენციების, რეგულაციების და საუკეთესო პრაქტიკების გაცნობა, მაკრო ფაქტორების მონიტორინგი, კაპიტალის ბაზრის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება და რეპორტინგი.ინოვაციური პროდუქტების შექმნა: ახალი პროდუქტების შექმნის იდეების გენერირება, კვლევა, დატესტვა და ანალიზი, გუნდის უფროს წევრებთან ერთად პროდუქტების ემიტენტებისთვის შეთავაზება.პოსტ-ტრანზაქციული მხარდაჭერა: საჭიროების შემთხვევაში ტრანზაქციის დასრულების შემდგომ ემიტენტის მხარდაჭერა, ბირჟასთან ან ეროვნულ ბანკთან ურთიერთობა.გუნდური თანამშრომლობა: ანალიტიკოსების და უმცროსი ანალიტიკოსების მიერ შესრულებული სამუშაოს გადახედვა და მონიტორინგი, მათთვის კონკრეტული დავალებების მიცემა და ეფექტურად პროექტებში ჩართვა; ქროსფუნქციური თანამშრომლობა სხვადასხვა დეპარტამენტებთან და სტეიქჰოლდერებთან.ანალიტიკოსების დაონბორდება და მენტორობა.

  • ID: #53615147
  • State: Georgia თბილისი 00000 თბილისი USA
  • City: თბილისი
  • Salary: USD TBD TBD
  • Job type: Full-time
  • Showed: 2025-03-11
  • Deadline: 2025-05-10
  • Category: Et cetera
Apply