Vacancy expired!
გსურს იმუშაო ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ ბიზნეს მიმართულებაში და შენი ანალიტიკური ხედვით გავლენა მოახდინო მნიშვნელოვან ბიზნეს გადაწყვეტილებებზე?ვიწვევთ ბიზნეს ანალიზის მენეჯერს MSME Planning and Analysis Team-ში, რომელიც ჩაერთვება მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ფინანსური დაგეგმვის, ანალიზისა და ბიზნეს შედეგების შეფასების პროცესებში.ეს პოზიცია გაძლევს შესაძლებლობას იმუშაო მონაცემებზე დაფუძნებულ გარემოში, ითანამშრომლო სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებასთან და მონაწილეობა მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.რას გააკეთებ? MSME მიმართულების ფინანსური და ბიზნეს შედეგების ანალიზს;
ბიუჯეტირების, პროგნოზირების  და ფინანსური დაგეგმვის პროცესებში მონაწილეობას;
ბიზნეს მაჩვენებლების მონიტორინგსა და ტენდენციების შეფასებას;
მენეჯმენტისთვის ანალიტიკური ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადებას;
პროდუქტების, სეგმენტებისა და კლიენტების მომგებიანობის ანალიზს;
რეპორტინგისა და მონაცემთა დამუშავების პროცესების გაუმჯობესებასა და ავტომატიზაციაში მონაწილეობას;
მონაცემებზე დაფუძნებული ბიზნეს გადაწყვეტილებების მხარდაჭერას;
MSME ბიზნესის, ფინანსების, რისკებისა და სხვა მიმართულებების გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობას.ვის ვეძებთ? ძლიერი ანალიტიკური აზროვნების მქონე პროფესიონალს, რომელსაც შეუძლია მონაცემებში მნიშვნელოვანი კავშირებისა და შესაძლებლობების დანახვა;
ადამიანს, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება დაკისრებულ ამოცანებს და შედეგზეა ორიენტირებული;
კანდიდატს, რომელსაც სიამოვნებს გამოწვევებთან მუშაობა და პრობლემების გადაჭრა;
პროფესიონალს, რომელსაც აქვს ფინანსური ანალიზის, ბიზნეს ანალიზის, FP&A-ს ან მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით გამოცდილება;
საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.