თიბისის, საცალო საბანკო დაკრეტიდება და ოპერაციები (რეგიონალური მართვა) მიმართლებაში,  ვეძებთ საცალო სეგმენტის ქსელის ეფექტურობის მართვის ანალიტიკოსს!როლის ძირითადი ამოცანაა ფილიალების ქსელის ეფექტიანობის გაუმჯობესება, რესურსების ოპტიმალურ დაგეგმვა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება.მოვალეობები:ფილიალების ქსელში ადამიანური რესურსების დაგეგმვისა და განაწილების მოდელების განვითარება და მხარდაჭერა; ფილიალების თანამშრომლების დაგეგმვის, დატვირთულობის, პროდუქტიულობისა და ეფექტურობის ტენდენციების შეფასება და რეკომენდაციების მომზადება;ფილიალების ბიუჯეტთან დაკავშირებული მონაცემების მონიტორინგი, პროგნოზირება და მენეჯმენტისთვის შესაბამისი ხედვების მიწოდება;შრომის ბაზრის ტენდენციების, პოზიციებისა და ანაზღაურების კონკურენტული გარემოს შეფასება;Workforce Planning და Capacity Management მოდელების განვითარება და მხარდაჭერა;ფილიალების ქსელის სტრუქტურასთან, როლებთან და რესურსებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერა მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზით;პროცესების გამარტივებისა და ავტომატიზაციის შესაძლებლობების გამოვლენა და შესაბამისი ინიციატივების მხარდაჭერა;რესურსების მართვასთან დაკავშირებული KPI-ების, ანგარიშგებებისა და მართვის დაფების (Dashboards) განვითარება და მონიტორინგი; სხვადასხვა ბიზნეს და მხარდაჭერის ერთეულებთან თანამშრომლობა რესურსების მართვისა და ეფექტურობის გაუმჯობესების მიმართულებით.