თიბისის ინვესტიციების გუნდში ვეძებთ გუნდის ლიდერს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება მობაილბანკის ინვესტიციებისა და საბროკერო ინფრასტრუქტურის განვითარებაში. გუნდის ლიდერი პროდუქტის მფლობელთან ერთად ჩაერთვება ბექლოგის პრიორიტეტიზაციაში და როუდმეპის მართვაში. ლიდერმა კროს ფუნქციურ გუნდთან ერთად უნდა იზრუნოს პროდუქტების განვითარებაზე და დამტკიცებული მიზნების ეფექტურად განხორციელებაზე.