თიბისის, პირდაპირი კომუნიკაციების მართვის ცოდნის ცენტრში, ვეძებთ გამოცდილ და მოტივირებულ
გუნდის ლიდერს. შენ ჩაიბარებ ნოტიფიკაციების მიმართულებას და პასუხისმგებელი იქნები თიბისი ბანკიდან მის მომხმარებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის არხებით გამავალი მარკეტინგული შინაარსის შეტყობინებების მართვასა და გაუმჯობესებაზე.მოკლედ გუნდის შესახებ
ნოტიფიკაციების გუნდი მართავს SMS, Email, Push არხებით გამავალ მარკეტინგული დანიშნულების
კომუნიკაციებს. აქვს მჭიდრო და ყოველდღიური კონტაქტი. ადგენს კომუნიკაციის კალენდარს, ზრუნავს კომუნიკაციის წესების დაცვაზე, მიზნობრივი აუდიტორიის მომზადებაზე, კალენდრის ტექნიკურ შესრულებაზე. გარდა ამისა, გუნდის კომპეტენციაშია გამავალი კომუნიკაციების ეფექტურობის მართვა, ანალიტიკის მომზადება და პერიოდული ანგარიშის წარდგენა როგორც სტეიკჰოლდერებისთვის, ასევე ბანკის სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის.
 რას გააკეთებ:
როგორც გუნდის ლიდერი პასუხისმგებელი იქნები შემდეგი პროცესების მართვასა და
გაუმჯობესებაზე:
მომხმარებლების ბაზის სეგმენტაცია და მიზნობრივი აუდიენციების შექმნა
კომუნიკაციის კალენდრის შედგენა და მის ტექნიკურ აღსრულებაზე ზრუნვა
სტეიკჰოლდერებთან მჭიდრო თანამშრომლობა, მათი საჭიროებების მოგროვება, ანალიზი და
შესრულების ოპტიმალური გზებით უზრუნველყოფა
გამავალი კამპანიების ანალიზი, დაკვირვებების, მიგნებების კონსოლიდირება და დაინტერესებულ
მხარეებისთვის მათი პრეზენტირება
გუნდის მართვა, გუნდის წევრების განვითარებაზე ზრუნვა
ბაზრის ტენდენციების მოძიება, ახალი მიდგომების შემოტანა და გაზიარება.