თიბისი ბანკის მოდელების რისკების მართვის გუნდში ვეძებთ მოდელების ვალიდაციის მენეჯერს, რომლის ძირითადი პასუხისმგებლობა იქნება სტატისტიკური და მანქანური სწავლების მოდელების რისკის დონის შეფასება და ვალიდაცია.რას გააკეთებ:ვალიდაციას გაუკეთებ ახლად შექმნილ მოდელებს, რომ განხორციელდეს მხოლოდ მისაღები ხარისხის მქონე მოდელების დანერგვა.ვალიდაციას გაუკეთებ არსებულ მოდელებს, რომ უზრუნველყოფილ იქნას მხოლოდ მისაღები ხარისხის მქონე მოდელების გამოყენება.მოამზადებ ახალი და არსებული მოდელების ვალიდაციის რეპორტებს.უზრუნველყოფ მოდელების რისკების მართვის პოლიტიკისა და სტანდარტების აღსრულებას.მართავ მოდელების ბიბლიოთეკას.ფოკუსირებული იქნები უწყვეტ განვითარებაზე და ჩამოაყალიბებ წინადადებებს, რომელიც ხელს შეუწყობს მოდელების ვალიდაციის გაუმჯობესებას.