თიბისის ბანკის მონაცემთა ანალიზისა და მართვის დეპარტამენტში ვეძებთ ახალ გუნდის წევრს მონაცემთა მეცნიერის პოზიციაზე. შენ მოხვდები გუნდში, რომელიც ბანკში არსებული მონაცემებისგან სტატისტიკური მოდელებისა და მანქანური დასწავლის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით ქმნის ბიზნეს ამოცანების მრავალფეროვან ანალიტიკურ გადაწყვეტებს. შენ, როგორც მონაცემთა მეცნიერი: იმუშავებ მონაცემთა მეცნიერების, სხვადასხვა მრავალფეროვანი ტიპის ამოცანაზე; ჩაერთვები მოდელების შემუშავებიდან დანერგვამდე ე.წ. end-to-end პროცესებში; განახორციელებ საკუთარ ინიციატივებს პროექტის ფარგლებსა თუ მის გარეთ; დააინიცირებ ახალ და ინოვაციურ პროექტებს ან/და თავად ჩაერთვები მსგავს პროექტებში.