Senior Design System Designer, ფუნდამენტები და კომპონენტების განვითარება - ქმნის, ავითარებს და მართავს დიზაინის სისტემის ძირითად კომპონენტებს, პატერნებსა და დოკუმენტაციას მრავალპლატფორმიან და მრავალპროდუქტიან გარემოში.გუნდის მთავარი Figma ექსპერტის როლში ფლობს Figma-ს კომპონენტების არქიტექტურის, ტოკენების, ცვლადების, Auto Layout-ისა და გაფართოებული პროტოტიპირების ღრმა ცოდნას, რაც უზრუნველყოფს კომპლექსური და მასშტაბირებადი სისტემების შექმნასა და შენარჩუნებას.მჭიდროდ თანამშრომლობს UI/UX და პროდუქტის დიზაინერებთან მათი საჭიროებების გასაგებად, ეხმარება მათ სისტემის სტანდარტებთან შესაბამისი ახალი კომპონენტების შექმნაში და უზრუნველყოფს დიზაინის სისტემის განვითარებას რეალური პროდუქტის გამოწვევების შესაბამისად.ხელს უწყობს გუნდებს შორის თანმიმდევრულობას და აქტიურად ეხმარება სხვადასხვა გუნდის დიზაინერებს სისტემის გამოყენებასა და გაფართოებაში.რას ვაკეთებთვმართავთ Figma-ს, როგორც ცენტრალურ თანამშრომლობისა და მართვის პლატფორმას და პერიოდულად ვატარებთ შიდა ვორქშოფებს, რათა გავზარდოთ უნარები და ხელი შევუწყოთ საუკეთესო პრაქტიკების დანერგვას დიზაინისა და დეველოპმენტის გუნდებში.ვავითარებთ Foundation Library-ს, როგორც  (Single Source of Truth), მთავარ,  ფუძე ბიბლიოთეკას რომელიც მოიცავს ტოკენებს ფერებისთვის, ტიპოგრაფიისთვის, Space, border radius-ისთვის, opacity-სა და motion-ისთვის.ვინარჩუნებთ და ვავითარებთ აიკონოგრაფიის სისტემას, რათა ყველა პროდუქტში უზრუნველყოფილი იყოს ერთიანი, თანმიმდევრული და მასშტაბირებადი აიკონების ენა.ვქმნით და ვავითარებთ ილუსტრაციების სისტემას, რომელიც აყალიბებს ერთიან ვიზუალურ ენას და აძლიერებს პროდუქტის იდენტობას.ვქმნით სრულ დოკუმენტაციას, გაიდლაინებსა და DIY Kit-ს, რათა დიზაინერებმა და დეველოპერებმა დამოუკიდებლად შეძლონ დიზაინის ელემენტების შექმნა და გაფართოება, ინტეგრაციების განხორციელება, საჭირო ბიბლიოთეკების მოძიება და სხვა აუცილებელი ოპერაციების შესრულება  Design System გუნდის პირდაპირი ჩართულობის გარეშე, სისტემის თანმიმდევრულობის შენარჩუნებით.ვუყურებთ პროდუქტებს cross-product პერსპექტივიდან, რათა გავაზიაროთ საუკეთესო პრაქტიკები, შევამციროთ დუბლირებული სამუშაო და უზრუნველვყოთ თანმიმდევრული გამოცდილება ყველა ციფრულ პროდუქტში.კვარტალურად ვახორციელებთ პროდუქტების მიმოხილვას, რათა საბოლოო მომხმარებლებისთვის უზრუნველვყოთ თანმიმდევრული გამოცდილება ყველა ციფრულ შეხების წერტილში ერთიანი დიზაინის ენის გამოყენებით.ვაუმჯობესებთ Time to Market-ს, ხელახლა გამოყენებადი და კარგად დოკუმენტირებული დიზაინისა და დეველოპმენტის რესურსების მიწოდების საშუალებით, რაც პროდუქტის უფრო სწრაფ და ეფექტიან განვითარებას უწყობს ხელს.ვაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა პროდუქტის გუნდების მხარდასაჭერად, ჩვენ დიზაინის ცოდნის სრულ სპექტრს ვფარავთ. როდესაც ვინმემ არ იცის, როგორ გააგრძელოს მუშაობა, ჩვენ ვერთვებით, ვხსნით დაბრკოლებებს და ვხსნით საჭირო კარებებს, რათა პროცესი წინ წავიდეს.როლისა და გუნდის სტრუქტურის შესახებეს არის დიზაინის ორგანიზაციის ერთ-ერთი საკვანძო როლი.Design System გუნდი პროდუქტებისთვის სერვისის მიმწოდებლის როლში მუშაობს. ჩვენი მომხმარებლები არიან ყველა squad-ის დიზაინერები და front-end დეველოპერები. ჩვენ უზრუნველვყოფთ მათთვის საჭირო ინსტრუმენტებს, კომპონენტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს, თანმიმდევრული და ეფექტიანი მუშაობისთვის.ჩვენ ვართ Super Squad ექსპერტების გუნდი, რომელიც აერთიანებს დიზაინის, დეველოპმენტის, UX-ისა და UI-ის მიმართულებებს.მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ბრენდის, მარკეტინგისა და ორგანიზაციის სხვა გუნდებთან. ჩვენ ვქმნით საუკეთესო და ყველაზე თანმიმდევრულ UX/UI გამოცდილებას ჩვენს პროდუქტებში Design System-ის დიზაინისა და დეველოპმენტის პროცესებში განვითარებისა და დანერგვის გზით.შევამციროთ Time to Market და გავზარდოთ ეფექტიანობა დიზაინისა და დეველოპმენტის მიმართულებებში.ახალი ინსტრუმენტების დანერგვის გზით შევქმნათ უფრო ეფექტიანი და გამჭვირვალე Design System-ის პროცესები.გავაძლიეროთ თანმიმდევრულობა და პროდუქტის იდენტობა სხვადასხვა პროდუქტსა და პლატფორმაზე.