პირდაპირი კომუნიკაციების მართვის ცოდნის ცენტრში (Direct Communications), კერძოდ ნოტიფიკაციების გუნდში, ვეძებთ სერვის ექსპერტს.შენი იქნები გუნდის წევრი, რომელიც ჩართულია TBC  ბანკის კამპანიების დაგეგმვაში, მომზადებასა და მართვაში.გექნება საშუალება, წვლილი შეიტანო ბანკისთვის სტრატეგიული მიმართულების განვითარებაში.ვის ვეძებთ:ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ და ორგანიზებულ ადამიანს, რომელსაც შეუძლია დეტალებზე ფოკუსირება და კომპლექსური დავალების მართვა გამოდგება კომუნიკაციის და ანალიზის  უნარები.არ უნდა გაშინებდეს სიახლეები და ცვლილებები. შეგიძლია ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვება, გაანალიზება. არ გაშინებს ახალი სამუშაო პროგრამების ათვისება და სამუშაო პროცესების გადართვა.რას გააკეთებ:ნოტიფიკაციის გუნდთან ერთად ჩართული იქნები კამპანიების მართვის პროცესში და პასუხისმგებელი იქნები მომხმარებლებთან პირდაპირი კომუნიკაციების მართვაზე.ისწავლი მასიური კომუნიკაციებისთვის ისეთი არხების გამოყენებას, როგორიც არის SMS, Push, Email, PopUpჩაერთვები კომუნიკაციების ეფექტურობის ანალიზის პროცესში. ერთად დავამუშვებთ იდეებს, თუ როგორ შეიძლება კომუნიკაციების ხარისხის გაუმჯობესება და ოპტიმიზაციაიმუშავებ ბაზებთან. ისწავლი სამიზნე სეგმენტების „გამოჭრას“ , ოპტიმიზაციას, ბაზების ფილტრაციას, ლოგიკების გადადებას და კამპანიების ატვირთვას. გექნება საშუალება იმუშავო და ისწავლო  SAS, SQL, PoweBI ის გამოყენებაგექნება შეხება გუნდის სტეიკჰოლდერებთან. ნახავ როგორ მუშაობს ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებები და ნახავ როგორ გამოიყენება კამპანიები ბიზნეს მიზნების მისაღწევად.