სერვის ექსპერტი/გუნდის ლიდერი - ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგა

07 May 2025
Apply

თიბისიში, ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგაში, ვეძებთ  - სერვის ესპეტს/გუნდის ლიდერს.ლიგის მიზანია განავითაროს ყველაზე მარტივი და საყვარელი ციფრული ბანკინგი, რომელიც სრულ საბანკო მომსახურებას შესთავაზებს მომხმარებლებს.რას გააკეთებ? ყოველდღიურად უხელმძღვანელებ  მრავალფუნქციურ და  სწრაფად განვითარებად გუნდს,  იზრუნებ მათ მოტივაციაზე.იქნები პასუხისმგებელი  პროდუქტის KPI-ებზე და გუნდის  OKR-ებზე.Product owner- თან ერთად იქნები ჩართული   MVP-ზე ორიენტირებული პროდუქტის განვითარების პროცესში და ბექლოგის მართვაში;პროექტებში მონაწილე ყველა მხარეებთან გავლის საფუძველზე შეაგროვებ და გააანალიზებ ბიზნეს მოთხოვნებს;ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს პროცესების ანალიზში;დაადოკუმენტირებ ფუნქციურ/არაფუნქციურ მოთხოვნებს და ბიზნეს პროცესების დიაგრამებს;შეათანხმებ მოთხოვნებს დაინტერესებულ პირებთან; გუნდთან ერთად დაგეგმავ ბიზნეს მოთხოვნების შესაბამის ტექნიკურ გადაწყვეტილებას;გექნება მჭიდრო თანამშრომლობა ბანკის სხვადასხვა განყოფილებებთან და გუნდებთან;გექნება ურთიერთობა უცხოურ და ადგილობრივ ვენდორებთან;შეასრულებ ფუნქციონალური ექსპერტის როლს ტექნიკური გადაწყვეტილების დიზაინის, შექმნის, ტესტირებისა და დანერგვის ფაზებში; უზრუნველყოფ მოთხოვნის რეალიზების სრული ციკლის შესრულებას-მოთხოვნის ჩამოყალიბების ფაზიდან საბოლოო ტესტირებამდე და ჩაბარებამდე;ვის ვეძებთ, თუ: ხარ ენერგიული, პასუხისმგებლიანი და შეგიძლია გუნდის წევრების მოტივაცია; გიყვარს სისტემების, პროცესების დიზაინი და მათი ანალიზი; გიყვარს პრობლემის იდენტიფიცირება და გადაწყვეტილების ახალი გზების ძიება; მუდმივად ხარ თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების საქმის კურსში; გაქვს რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი; გაქვს გუნდის მართვის, ორგანიზების და ეჯაილ პრინციპებით მუშაობის უნარი; 

  • ID: #53873718
  • State: Georgia თბილისი 00000 თბილისი USA
  • City: თბილისი
  • Salary: USD TBD TBD
  • Job type: Full-time
  • Showed: 2025-05-07
  • Deadline: 2025-07-06
  • Category: Et cetera
Apply