საოპერაციო ბიზნესის განვითარების ლიგაში, კონტაქტ ცენტრის სისტემებისა და პროცესების განვითარების ეჯაილ გუნდში,  ვეძებთ -  სერვის ექსპერტს/გუნდის ლიდერს.შენ მოხვდები გუნდში, რომელიც აქტიურად მუშაობს ქოლ-ცენტრის პროცესებისა და სისტემების განვითარებაზე და მუდმივი გაუმჯობესების გზების ძიებაზე. შენ გექნება შესაძლებლობა და სრული შემოქმედებითი თავისუფლება, რომ გუნდთან ერთად იმუშავო ბიზნეს ამოცანებზე და იზრუნო კონტაქტ ცენტრში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვასა  და განვითარებზე. ვის ვეძებთ:თუ გაქვს სამუშაო გამოცდილება ქოლ-ცენტრის პროცესების განვითარებისა და ეფექტურობის გაუმჯობესების მიმართულებით;თუ ფლობ ცოდნას ქოლ-ცენტრით მიღებული მომსახურების გასაუმჯობესებლად, ამ სფეროში საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული მოთხოვნების შესახებ;  თუ ფლობ ცოდნას მომხმარებლისთვის გამორჩეული გამოცდილების შესაქმნელად საჭირო ქოლ-ცენტრის ტექნოლოგიების და სხვადასხვა ინოვაციური მიდგომების  შესახებ და გიმუშავია ამ მიმართულებით;თუ გაქვს გამოცდილება გუნდის მართვის;  თუ მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის და ახალი გამოწვევებისთვის, მაშინ მოემზადე საინტერესო თავგადასავლებისთვის;შენ იქნები:სერვის ექსპერტი/გუნდის ლიდერი, რომელიც მუშაობს ეჯაილ მიდგომებით (Scrum, Kanban) ზრუნავს ქოლ-ცენტრის პროცესების გაუმჯობესებაზე ინოვაციური მიდგომების გამოყენებით.შენ დაგევალება:მუდმივი ზრუნვა ქოლ- ცენტრში არსებული პროცესების განვითარებაზე, გაუმჯობესებაზე და ეფექტურობზე, მათ შორის საერთაშორისო ბაზარზე არსებული გამოცდილების მუდმივი  გაზიარებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვისა და  გამოყენების გზით.ქოლ-ცენტრის პროცესების განვითარების სტრატეგიის შემუშავება და მის შესრულებაზე ზრუნვა;მომხმარებელთან საკომუნიკაციო დამატებით სხვადასხვა არხის (ონლაინ ჩატის, IVR სერვისები და.ა.შ) განვითარება;საერთაშორისო და ადგილობრივ ვენდორებთან მოლაპარაკებების წარმოება და მათთან პროაქტიული მუშაობა ახალი სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით;ბექლოგის მართვა, პროდუქტის განვითარებისთვის საჭირო ხედვის შექმნა,  ბიზნეს იდეების და ტექნიკური მოთხოვნების შეგროვება, ანალიზი, დამუშავება და User story -ების მომზადება.  ამოცანის შესრულების ხარისხსა და  ვადებზე პასუხისმგებლობის აღება.ყველა დაკავშირებულ მხარესთან აქტიური კომუნიკაცია, მათთვის ინფორმაციის მუდმივი გაზიარება და მიღებული უკუკავშირის საფუძველზე პროცესების რედიზაინი და შემდგომი განვითარების გეგმის შემუშავება.