თიბისის გადახდების განვითარების ლიგაში,  ალტერნატიული გადახდები-პლატფორმების  ეჯაილ გუნდში  -  ვეძებთ სერვის ექსპერტს!შენ მოხვდები გუნდში, რომელიც იმუშავებს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ სტრატეგიულ პროექტებზე, ქმნის, ნერგავს და ავითარებს ბანკის  სტრატეგიას. შენ გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ იმუშავო გუნდთან ერთად და გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.ვის ვეძებთ:თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული, გიყვარს პროდუქტების, სისტემების, პროცესების  ანალიზი და ახალი გადაწყვეტების შექმნა.  გაქვს გამოცდილება გადახდების, გადარიცხვების პროდუქტების  შექმნაზე და პროცესების გაუმჯობესებაზე. გაქვს გამოცდილება ბიზნეს ანალიზის მიმართულებით;მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის და ახალი გამოწვევებისთვის, მაშინ მოემზადე საინტერესო თავგადასავლებისთვის!შენ იქნები:სერვის ექსპერტი რომელიც მუშაობს ეჯაილ მიდგომებით (Scrum), შეიტან უზარმაზარ წვლილს ინოვაციური პროექტების განხორციელებაში, რომლებიც ბანკს მისცემს შესაძლებლობას მომხმარებელს შესთავაზოს მის მოთხოვნილებებზე მაქსიმალურად მორგებული მარტივი და ავტომატიზირებული პროდუქტები.შენ დაგევალება:მომხმარებლების საჭიროების იდენტიფიცირება;ახალი პროდუქტების შექმნა / განვითარება;არსებული პროდუქტების და პროცესის დახვეწა /  განვითარება;მომხმარებლის საჭიროებას მორგებული ეფექტური, მარტივი, ავტომატური, კონფიგურირებადი გადახდის/ გადარიცხვის პროდუქტების შექმნა და არსებულის გაუმჯობესებაზე აქტიური მუშაობაპროდუქტის და პროცესის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და მის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;პროდუქტის და პროცესის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;პროცესის გამართვა და ავტომატიზაცია;შედეგების ანალიზი, მომგებიანობის უზრუნველყოფა;პროდუქტის გაყიდვის მონიტორინგი და მხარდაჭერა;მომხმარებლისთვის დამატებითი ღირებულების შექმნა;ბაზრის ანალიზი: კონკურენტების და საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება და გაანალიზება, დანერგვა და განვითარება;დროული და ხარისხიანი რეპორტინგი;ჩართულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია (ინტერვიუ/შეხვედრები და  ა.შ.) მოთხოვნების შეგროვების მიზნით და მიღებული ინფორმაციის ანალიზი  საუკეთესო ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბებისთვის;არსებული და ახალი პროდუქტების განვითარების კუთხით, ბიზნეს/ტექნიკური მოთხოვნების ჩამოყალიბება (დეველოპერისთვის გადაცემა) და მართვა, მათ შორის კუთხით, მოთხოვნების ჩამოყალიბება და მართვა, ეპიკებზე და User story -ებზე მუშაობა;ეჯაილ გუნდთან ერთად ბექლოგის მომზადების პროცესში აქტიური მონაწილეობა,  არსებული და ახალი ბიზნეს პროცესების განვითარების კუთხით, გუნდის დეველოპერისთივს  ბიზნეს/ტექნიკური მოთხოვნების ჩამოყალიბება და მართვა, ეპიკებზე და User story -ებზე მუშაობა;პროდუქტის ტესტირებაში აქტიური მონაწილეობა;ამოცანის შესრულების ხარისხსა და  ვადებზე პასუხისმგებლობის აღება;ბიზნეს ამოცანების/ პროცესების მოდელირების ტექნიკების ცოდნა, პროცესის დიაგრამის  აწყობა, დატა ანალიტიკა;ბიზნესთან/ InfoSec-თან/ IT და ბიზნეს არქიტექტორებთან/ რისკებთან და სხვა  ჩართულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია (ინტერვიუ/შეხვედრები და  ა.შ.);ამოცანის  დიზაინის, დაპროგრამების, ტესტირებისა და დანერგვის და შემდგომი მონიტორინგის/კონტროლის  ფაზებში ფუნქციონალური ექსპერტის როლის შესრულება.