გადახდების განვითარების ლიგაში  ვეძებთ სისტემის ანალიტიკოსს. ლიგის მიზანია კლიენტების საჭიროებებზე მორგებული მარტივი, უსაფრთხო და სტაბილური საგადამხდელო გადაწყვეტების შექმნა და მათი პოპულარიზაცია ფიზიკური და იურიდიული პირების ყოველდღიური ფინანსური საჭიროებებისთვის.რას გააკეთებ?ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს ამოცანების, პროცესებისა და მოდელების ანალიზში;დააპროექტებ ბიზნეს ამოცანის შესაბამის გადაწყვეტილებას როგორც არსებული სისტემების გამოყენებით, ისე საჭიროებისამებრ ახალი სისტემის შექმნით;გაანალიზებ და დააპროექტებ სისტემებს შორის ინტეგრაციებს;შეიმუშავებ სისტემის არქიტექტურას ან მოახდენ არსებულის ოპტიმიზაციას, მაღალი წარმადობის, მდგრადობის, ცვლილებების მიმართ მოქნილობის გათვალისწინებით;გააკეთებ ინტეგრაციების პროცესების ოპტიმიზაციას, მაღალი წარმადობის, მდგრადობის, ცვლილებების მიმართ მოქნილობის გათვალისწინებით;მოამზადებ სისტემის არქიტექტურის დოკუმენტს;ბანკის IT არქიტექტორებთან ერთად განიხილავ და შეათანხმებ სისტემის არქიტექტურას;იმუშავებ სისტემის შექმნასა და განვითარებაზე ადგილობრივ და უცხოელ ვენდორებთან ერთად;მონაწილეობას მიიღებ Continuous integration და Continuous deployment პროცესების აწყობაში;მონაწილეობას მიიღებ სისტემის ვერსიების მართვასა და დანერგვებში.