სტაჟიორი - საბარათე ბიზნესის და ლოიალობის განვითარების ლიგა, საბარათე რისკების მიმართულება

27 Aug 2026
Apply

შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც უზრუნველყოფს საბარათე რისკების იდენტიფიცირებას, მონიტორინგსა და მართვას. გუნდი აკვირდება საბარათე ოპერაციებსა და პროცესებს, აფასებს შესაძლო რისკებს და ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს ლოკალური კანონმდებლობისა და საერთაშორისო საგადახდო სისტემების რეგულაციების შესაბამისად.შენ, როგორც სტაჟიორი, ჩაერთვები ისეთ პროცესებში, როგორიცაა:ფროდ-მონიტორინგის, ბარათით გადახდებთან დაკავშირებული რისკების და საბარათე სქემების ძირითადი წესებისა და პრინციპების გაცნობა;ელექტრონული კომერციის მერჩანტების (ბიზნესების, რომლებიც მომხმარებლებისგან ონლაინ გადახდებს იღებენ) ვებ-გვერდებისა და საქმიანობის შესაბამისობის მონიტორინგი;მერჩანტების რეგულაციური მოთხოვნების გადამოწმება და რეზერვების მართვა;საეჭვო და თაღლითური მერჩანტების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეპორტინგი;საერთაშორისო საგადახდო სისტემების (Visa/Mastercard) პლატფორმებზე საჭირო ინფორმაციის დამუშავება და ატვირთვა;ფროდ-მონიტორინგის სისტემის მიერ შეჩერებული ტრანზაქციების ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;

  • ID: #55313423
  • State: Georgia თბილისი 00000 თბილისი USA
  • City: თბილისი
  • Salary: USD TBD TBD
  • Job type: Intern
  • Showed: 2026-08-27
  • Deadline: 2026-10-26
  • Category: Et cetera
Apply