ფინანსური ანალიტიკოსი - მედიუმ სეგმენტის მომსახურება

23 Jun 2025
Apply

თიბისის, მედიუმ სეგმენტის მომსახურების განყოფილებაში ვეძებთ  -  ფინანსურ ანალიტიკოსს.შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც მუშაობს მედიუმ ბიზნესის განვითარებაზე და გექნება სრული მხარდაჭერა, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ამოცანები, და უამრავი გამოწვევა, რომელთა სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტა პროფესიული ზრდის საშუალებას მოგცემს.  რას  გააკეთებ:იზრუნებ მედიუმ ბიზნესის ფინანსური და კომერციული შედეგების მომზადებაზე;გაანალიზებ სექტორულ მომგებიანობებს და დასახავ გზებს სეგმენტის ფინანსური შედეგების გასაუმჯობესებლად;ჩართული იქნები პროდუქტების ფასდადებისა და კლიენტების მომგებიანობის მართვის პროცესში;ჩართული იქნები სამოტივაციო სისტემების შემუშავებაში, მისი ეფექტურობის ანალიზში;ჩაერთვები მნიშვნელოვანი რეპორტებისა და პროცესების ავტომატიზაციაში;იმუშავებ სხვადასხვა საკითხებზე, რომელიც დაკავშირებული იქნება მედიუმ ბიზნესის განვითარებაზე.ვის ვეძებთ:იცნობ ან გაინტერესებს საბანკო პროდუქტები და მათი მართვა;არ გეშინია გამოწვევების და გაქვს პრობლემებთან მარტივად გამკლავების უნარი;გაქვს ღრმა ანალიტიკური და მათემატიკური აზროვნების უნარი;ხარ დამოუკიდებელი და შეგიძლია დავალებების ბოლომდე შესრულებაზე პასუხისმგებლობის აღება;შეგიძლია სტრესულ გარემოსთან გამკლავება;გაქვს Multitasking ის გამორჩეული უნარები; 

  • ID: #54057238
  • State: Georgia თბილისი 00000 თბილისი USA
  • City: თბილისი
  • Salary: USD TBD TBD
  • Job type: Full-time
  • Showed: 2025-06-23
  • Deadline: 2025-08-22
  • Category: Et cetera
Apply